LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცისკარიშვილს პარტიის ფინანსების განსაზღვრა შეეზღუდა – ნუგზარ წიკლაური გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს

238
site_715X400 (11)

“პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განსაზღვრა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 28-29 იანვარს აირჩევს – რა გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ

„მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონ პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული.

ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია, როგორც გენერალურ მდივანს… იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

„ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, გადავაბარე უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას, რომლებიც ყველა კანდიდატის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და ობიექტურები იქნებიან“ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს მთავარია ამომრჩეველთა სიები გარე ძალებისგან თავისუფალი იყოს.

„ჩვენ ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, რომ თანაბრად, ობიექტურად განიკარგებოდეს, ისედაც ასე განგკარგებოდა თანხები, არ არის დიდ სახსრებსა და რესურსებზე საუბარი.

გასაგებია ამ თანხების 80-90% ცენტრალური ოფისის ხელფასებზე მიდის, მაგრამ სხვა კომუნალურის გარდა, საწვავის ხარჯები, გადაადგილების რესურსები, განკარგოს ბუღალტერიამ, ჩვენმა ფინანსურმა განყოფილებამ ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა, რომლებიც ყველა კანდიდატის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და ობიექტურები იქნებიან“. – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები