LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიანისტი ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო კონკურსზე მოცარტის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს

179
anakifiani202119

პიანისტი ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე მოცარტის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მან აუდიტორიის სპეციალური პრიზიც მიიღო. ამის შესახებ მუსიკოსი თავად წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს დამადასტურებელ ფოტომასალასაც:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მხარდაჭერებო, უნდა გაგახაროთ!!!!! გავხდი ლაურეატი და 2 სპეციალური პრიზის მფლობელი!!

კანადის საერთაშორისო კონკურსზე 200 მონაწილიდან მოვხვდი საუკეთესო ექვსეულში და გავხდი საპატიო ლაურეატი!!!

მთელი კონკურსის მასშტაბით დამასახელეს კლასიკური ნაწარმოების – მოცარტის საუკეთესო შემსრულებლად!!

ასევე მოვიგე მაყურებლის პრიზი!!

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისთვის!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები