LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pink Floyd-ის გიტარისტმა პლანეტის გადასარჩენად საკუთარი გიტარები რეკორდულ ფასად გაყიდა

212
D9lIJOSWwAArbve

გლობალური დათბობის კამპანიის ფარგლებში დევიდ გილმორმა აუქციონზე 12 გიტარა გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ ჯამში $21,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“კლიმატის გლობალური ცვლილება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. ჩვენ გვჭირდება ცივილიზებული სამყარო, ჩვენი შვილიშვილებისთვის“, – განაცხადა გილმორმა.

აღსანიშნავია ისიც რომ, სწორედ აუქციონზე გაყიდული ინსტრუმენტის საშუალებით ჩაწერა არტისტმა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Dark Side of the Moon,  Shine On You Crazy Diamond და Wish You Were Here.

ცნობილია, რომ დევიდს ქველოქმედებისკენ 16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა სანბერგმა უბიძგა. გრეტა კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, ამჯერად კი ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის წევრი, დევიდ გილმორი შთააგონა მსოფლიო ერთად შეეცვალათ უკეთესობისკენ.

დევიდ გილმორი  ლეგენდარულ ჯგუფ Pink Floyd-ს 1968 წელს შეუერთდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები