LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ 4 არასრულწლოვანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

iashvili

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს. ოთხივე მათგანს კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როგორც იაშვილის კლინიკაში “ფორტუნასთან” განმარტეს, მათგან 1 პაციენტი ბათუმიდან გადმოიყვანეს. პაციენტების ასაკი 8-დან 15 წლამდეა.

იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ პაციენტთან თითის ამპუტაცია გახდა საჭირო, როგორც კლინიკაში განმარტეს, აფეთქების შედეგად დაზიანებული თითის აღდგენა თითქმის მთლიანად მოხერხდა.

ამჟამად ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაახლოებით, 3-4 დღეში გაწერენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები