LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: აშშ-მ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რაც იარაღის მიწოდებას ამარტივებს

111
lendlizi

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა. სესხის იჯარის შესახებ მიღებული დოკუმენტი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ამარტივებს.

კანონი აშშ-ის სენატმა მიიღო, რომელსაც მხარი 417  სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 10 კანონმდებელი იყო.  სენატის მიერ მიღებულ კანონი თეთრ სახლში გადაიგზავნა და ახლა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერას ელის.

ეს არის აშშ-ს პირველი იჯარის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ლენდ-ლიზი – არის ამერიკული პროგრამა, სწრაფი გადახდის გარეშე, იმ ქვეყნების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, სურსათითა და ნედლეულით უზრუნველსაყოფად, რომელთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია აშშ-ისათვის. პროგრამის ფარგლებში შტა­ტე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამა­რა­გებ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს, საბ­ჭო­თა კავ­შირს, ჩი­ნეთს, საფ­რან­გეთს და სხვა მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლით, ია­რა­ღით, სურ­სა­თით და სტრა­ტე­გი­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლით. სა­ნაც­ვლოდ, ბრი­ტა­ნე­თი­სა­გან შტა­ტებ­მა მი­ი­ღო სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი ნი­უ­ფა­უნდლენდში, ბერ­მუ­და­სა და კა­რი­ბის ზღვა­ში. პროგ­რა­მა და­ი­წყო 1941 წლის მარ­ტში, ომის და­წყე­ბი­დან 18 თვის შემ­დეგ.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს იყო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც მა­შინ მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებს ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g