LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

898
bagi

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სააღმზრდელო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს 184 საბავშვო ბაგა-ბაღი.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.

იაშვილის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 7 სტაციონარში რჩება

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების უდიდესი უმრავლესობა, კერძოდ, 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, ზრუნვას აღსაზრდელებზე და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას პროდუქციის მიღებიდან საბოლოო მოხმარებამდე. დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი. ამ ეტაპზე, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მიწოდება დროებით შეჩერებულია შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ავადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

რომელი ბაღები დაიხურა ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო – რას აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, თუ რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით.

„შემოვიდა 16 პაციენტი, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან“ – რას ამბობს მაია ჩხაიძე კლინიკაში ინტოქსიკაციით შესულ ბავშვებზე

აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტების, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების მიერვე მოწმდება ბაღში არსებული გარემო, ასევე პროდუქტების საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი, წარმოების ვადები და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.

რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუთმენლად ელოდება სპეციალისტების დასკვნას, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე: შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები