რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. 16 ივლისს, ნევადაში, ბენჯამინ გეზა აფლეკმა და ჯენიფერ ლინ ლოპესმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. ვრცელდება ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ინსაიდერის ცნობით, მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი ლას-ვეგასში გაიმართა.
არის, აღსრულდა ოცნება – “ბენიფერი” დაქორწინდა
სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ჯეი ლომ 218 მილიონ “ინსტაგრამ” გამომწერს დაქორწინებულის სტატუსით პირველი ფოტოც გაუზიარა. ის საწოლში, უმაკიაჟოდ წევს, ხელში ტელეფონი უჭირავს, თითზე კი საქორწინო ბეჭედი უკეთია. კომენტარებში მას და ბენს გაბედნიერებას ულოცავენ.
“პირველი ღამის შემდეგ”, “ბედნიერია, როგორც არასდროს”, “თქვენ უსაზღვრო ბედნიერებას იმსახურებთ”, – წერენ კომენტარებში.
ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“