LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი რჩევა – თუ სადმე ნეგატივია გამორთეთ!“ – გიორგი ფხაკაძის პოზიტიური რჩევები საზოგადოებას

6176
giorgifxakadze2011-2020-11-18-11-27-50-565776

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი “ლაივ” ჩართვის მეშვეობით, საზოგადოებას მიმართავს.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს ხალხს, რომ პირველ რიგში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ და ყოველგვარ ნეგატივს განერიდონ.

“ცუდი ამბავია ტელევიზორში? გამორთეთ!

ვიღაც ოთახში ლაპარაკობს რაიმე ცუდს? გადით იმ ოთახიდან!

ძალიან გთხოვთ თქვენს ნერვებსა და იმუნურ სისტებას გაუფრთხილდით.

გინება, ლანძღვა, ჩხუბი-ამის მოსმენა საშინელებაა!

პოზიტურ აურას თქვენ გარდა ვერავინ ვერ შექმნის, ყველაფერი არის თქვენს ხელში.

პირველ რიგში პოზიტივი გამოხატეთ. დილით როცა ადგებით, როცა აბაზანაში შეხვალთ და სარკეში ჩაიხედებით, თქვენ თავს გაუღიმეთ, არ იფიქროთ პრობლემებზე, დღეს ყველას გვაქვს პრობლემები. დილით თქვენს თავს რომ შეხედავთ სარკეში უთხარით, რომ ყველაფერი იქნება კარგად. შეეცადეთ ასევე დღეში ერთხელ მაინც რაიმე სიკეთე გააკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა, სიკეთე ფულში არ არის, ის შეიძლება ერთ ღიმილშიც იყოს. ეს იქნება ერთი პატარა რჩევა ჩემგან,“-აღნიშნავს ფხაკაძე „ფეისბუქ“ ლაივში საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები