ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროსაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს თვალები დასთხარეს, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში ისევ აქციების დაშლაზე საუბრობს. გიორგი გახარია აცხადებს, რომ უპასუხიმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.
”სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის”, – ამბობს გახარია.
ის ამტკიცებს, რომ დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
“მას შემდგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნიშ ქვეშ”, – აცხადებს გახარია.
ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დაშლა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა.
ის ამბობს, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მთავრობამ და პოლიციამ მიიღო.
“შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.
გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა გახარიამ.
შეხვდით ბიძინა ივანიშვილს – ის საქართველოს პუტინია
პრემიერ-მინისტრი მედიის დასმულ შეკითხვას, რატომ არ ჩატარდა გასვლითი სხდომა, პასუხობს, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა წარიმართოს.
“გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის, არის აბსოლუტურად მიუღებელი.პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით,” – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.