LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გერლიანის მობილურ ტელეფონს მიაკვლია – ვის მიმართავს წერილში გაუჩინარებული ექსპერტი

308
Capture

მესამე დღეა, რაც ეკონომიკის ექსპერტს რამაზ გერლიანს ეძებენ. გამოკითხვაზე ოჯახის ახლობლები ავჭალის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა ოფისში, სადაც რამაზ გერლიანი მუშაობდა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ორგანიზაციის ოფისში პოლიციამ გერლიანის წერილსაც მიაკვლია. მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს.

ახლობლების ინფორმაციით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა