LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი…” – რატომ გაუჩინარდა რამაზ გერლიანი

1578
BeFunky-collage (1)

სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი, – ამის შესახებ ეკონომისტმა, რამაზ გერლიანმა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი გაუჩინარება პოლიციელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

„მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“, – განაცხადა გერლიანმა.

მან გადაწყვეტილების მიზნად დაასახელა „სიკვდილთან შეხვედრა“, თუმცა, როგორც თავად თქვა, პოლიციამ მიუსწრო.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ახლობლების ცნობით, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და ვერ უკავშირდებოდნენ.

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა

მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

ერთი დღით ადრე “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტმა ფეისბუკით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.

პოლიციამ გერლიანის მობილურ ტელეფონს მიაკვლია – ვის მიმართავს წერილში გაუჩინარებული ექსპერტი

 

პოპულალურები