LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

98
sasamartlo

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

“ეს არის სრულიად გაუგონარი და არასწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმის გამოყენების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები,”- ამბობს ადვოკატი.

შუამდგომლობა მათი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ ბრალდების მხარემ დააყენა. ამასთან, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების პერიოდის გახანგრძლივება მოითხოვა, შესაბამისად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პირი 1 თებერვალს დააკავა. მათგან 4 წინასწარ პატიმრობაში დატოვა, დანარჩენი კი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულებული ანი აროშიძე ამბობს, რომ მან უბრალოდ ნახა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ის 3 მეგობარს გაუგზავნა პირად ჩათში და არა საჯაროდ. კიდევ ერთი ბრალდებული კი აღნიშნავს, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მან მხოლოდ უყურა “გადახვევით”. რამდენიმე დღის შემდეგ კი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები