“პოლიტიკური გვამი, წარმოუდგენელი ქურდი და მატყუარა, გარდაცვალების წელი 2019“- გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ასეთი წარწერით დაუდგეს რუსეთის პრეზიდენტს საფლავის ქვა ქალაქ ვორონეჟში.

საფლავის ქვის ფოტოები ტვიტერზე საპროტესტო მოძრაობა Агит Россия-მ გაავრცელა, თუმცა ისინი განმარტავენ, რომ არ იციან ვინ დგას ამ აქციის უკან.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვლადიმერ პუტინს საფლავის ქვას დგამენ.თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ აქტივისტ კარიმ იამადაევს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით საფლავის ქვის დადგმასთან დაკავშირებით 28 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ  საკუთარი ქმედებით, აქტივისტმა „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა.

მსგავსი თემები