LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელები გდანსკის მოკლულ მერს გლოვობენ

ED483C38-75D9-4106-80D5-5266B177FAFD_w1023_r1_s

პოლონელები გდანსკის მოკლულ მერს გლოვობენ. პაველ ადამოვიჩთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ქალაქის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა.

მის ხსოვნას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პოლონეთის ლიდერმა, ანჟეი დუდამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა. დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსაც.

დაკრძალვას არ დასწრებია პოლონეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის გავლენიანი ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი.  ამ დღეებში პოლონეთში ისმის მოწოდებები ეროვნული ერთიანობის გასაძლიერებლად, საზოგადოების წარმომადგენლები გმობენ სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში.

53 წლის პაველ ადამოვიჩს, რომელსაც გდანსკის მერის პოსტი 1998 წლიდან ეკავა, თავს გასულ კვირას საქველმოქმედო კონცერტის დროს დაესხნენ.

დანით მიყენებული ჭრილობებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები