LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოზიციონერსაც რომ ექნა, იმასაც იმავე პასუხს გავცემდი“ – ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ტარიელ ნაკაიძეს ბოდიშს არ მოუხდის

320
Untitled design

პარლამენტში მომხდარი ფაქტის შემდეგ, რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ „პოზიციონერსაც რომ ექნა, იმასაც იმავე პასუხს გასცემდა“.

ვიდეო: ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლა

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს:

„არა, არა, საზოგადოებასთან კი და ტარიელთან არა.

სირცხვილია, როგორც შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს ასეთი ეპითეტებით ვამკობდეთ, სირცხვილია ხომ? რას ნიშნავს მოღალატე?“, – ამბობს ის.

კითხვაზე, არის თუ არა ეს საქციელი ეთიკური, ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს:

„არ ვიცი, რა ვქნა ახლა, როგორიც არის..

პოზიციონერსაც რომ ექნა, იმასაც იმავე პასუხს გავცემდი, რა მნიშვნელობა აქვს? მე ვთვლი, რომ სწორია“.

ცნობისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებას მოხდა.

დაპირისპირება „ხალხის ძალის“ წევრ ვიქტორ ჯაფარიძესა და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძის მიმართულებით ისროლა.

„ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს.. შეუცვალეთ ადგილი – ხუთმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა

პოპულალურები