LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო“

524
BeFunky-collage (5)

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ აღნიშნული პრემიერის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,“ – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები