LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა – ლაშა ჟვანია

664
a1545044532

“არ მინახავს მამის პროტესტი, მაგრამ ეს იყო ტექნიკური და სიაში ნამდვილად იყო ჩაწერილი თამრიკო ჭოველიძე“- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უკავშირებს, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს.

„მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტს პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა .ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა, თუმცა ჭოველიძის თქმით, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g