LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიულ დღეს გილოცავთ! მუდამ “ფორტუნას” გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდებით: ბუბა კიკაბიძე

197
ბუბა კიკაბიძე

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღეა.

რადიო სივრცისთვის გამორჩეული თარიღი 2011 წლიდან იუნესკოს ინიციატივით აღინიშნება და მისი მთავარი მიზანი რადიოს უფრო მეტად განვითარება და პოპულარიზაციაა.

საერთაშორისო მოხსენებების მიხედვით, რადიო დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად, სწორედ “რადიოს და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

იმისათვის, რომ წელს რადიოს საერთაშორისო დღე ყველამ ერთად აღნიშნოს, იუნესკო მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს. ღონისძიების მთავარი მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” პროფესიულ დღეს ულოცავს მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე:

“სიამოვნებით გილოცავთ პროფესიულ დღეს! რადიო, მართლაც საოცარი გამოგონებაა, რადგან ყველგან მაუწყებლობს, განურჩევლად ტერიტორიისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ წინსვლას და წარმატებას, ახალ გადაცემებს და საინტერესო სტუმრებს. გახარებული იყავით, მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდებით”, – ამბობს ბუბა კიკაბიძე.

ვულოცავ “ფორტუნას“ რადიოს დღეს, ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით: მერაბ სეფაშვილი

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია 24 წლის წინ დაიწყო – მაშინ, როდესაც 1997 წლის 31 დეკემბერს რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად გავიდა.

დღეს კი რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, რაც ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და ლიდერ პოზიციებს იკავებს ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

“ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება: დათო ხუჯაძე “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს

ზურა ხაჩიძე: ქართული მუსიკისა და შოუბიზნესის განვითარებაში “ფორტუნას” უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, მიყვარხართ და მთელი გულით გილოცავთ რადიოს დღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები