LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფილი“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია – „ამაზე დიდი ბულინგი პირდაპირ ეთერში არ მინახავს…“

10137
maia-asatiani..

„პროფილი“ ბოლო დროს ე.წ. ყვითელ ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საუბარს წარმოგვიდგენს. კითხვა-პასუხი, ძირითადად, უხერხული კითხვებისგან შედგება. რესპონდენტებადაც თამამი ადამიანები ჰყავთ, ვისაც შეუძლია, ასეთი ტიპის კითხვებს უპასუხოს.

ბოლო გადაცემის სტუმარი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე გახლდათ. ამ გადაცემის გამო „პროფილი“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. არა მხოლოდ მაია ასათიანი, არამედ მონაწილე ჟურნალისტებიც მკაცრად გააკრიტიკეს.

ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც თავად „პროფილის“ „ფეისბუქ“-გვერდზე 500-ზე მეტი კომენტარი აქვს, ეხებოდა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ არ კითხულობს წიგნებს თამო ვაშალომიძე.

გთავაზობთ მაყურებლის კომენტარებს:

„ამაზე დიდი ბულინგი პირდაპირ ეთერში არ მინახავს…“

„წიგნის კითხვა და განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კი შემოსავალი აქვს იმათზე მეტი, ვინც კითხვებს უსვამს განათლებაზე და დამცინავად გამოხატავენ, ეს უკვე შურია. მთელი ცხოვრება იქექებიან, კითხულობენ, სწავლობენ და ვერაფერს აღწევენ, არც ფული აქვთ არც სახელი. ამ გოგომ თავის არჩევანი გააკეთა, როგორც გაუსწორდა, ისე იცხოვრა. ყველას თავის გზა აქვს“.

„ეს გოგო ხომ არის საცოდავი თავისი ცხოვრებით და ეს ჟურნალისტები რა არაპროფესიონალიზმის პიკი ხართ… მაგაზე მეტი რომ გაქვთ წაკითხული და სიტყვებს არახუნებთ…“

„ხალხო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ადამიანი განათლებული და ინტელექტუალია, მაგრამ ეს გოგო ამ წუთას პირდაპირი ეთერით რომ ბულინგის მსხვერპლია, არა??? სირცხვილია მართლა, სირცხვილი!!!“

„ჟურნალისტები ასე აბულინგებდნენ რესპონდენტს, არ მინახავს ჯერ არც ერთ გადაცემაში. ძალიან ცუდად იქცევიან. ამას კითხვის დასმა არ ჰქვია, რასაც ესენი აკეთებენ. ძალიან შემეცოდა!“

„ასეთ გადაცემას და ასეთ რესპონდენტს რომ რეიტინგი აქვს, ეს არის პრობლემა და სირცხვილი, თორემ წიგნი აქვს თუ არა წაკითხული, ამას რა მნიშვნელობა აქვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები