LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა დაკავებულების ადვოკატებს აფრთხილებს, არ გაასაჯაროონ შაქარაშვილის საქმის მასალები

137
BeFunky-collage (55)

გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების უფლებადამცველები საქმის მასალების გასაჯაროვების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

აქვე განმარტებულია, რომ საქმის მასალების გამოქვეყნებამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია შემდგომ ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებებზე.

უწყების განცხადებით, საჯარო განხილვები და ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეფასებები იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვას.

“გამოძიების  საწყის  ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები.

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს – მკვლელობას და   მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

რატომ მაინცდამაინც გიორგი: შაქარაშვილის ბიძის ორი ვერსია მკვლელობის მოტივზე

წყალში რომ არ გადაეგდოთ, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი? – ექსპერტის განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი გუშინ 5 პირს წაუყენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიზანმიმართულად არის განვითარებული.

“დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა” – ექსპერტი

 

პოპულალურები