LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური 10 თეთრით გაძვირდა

89
პური

პურის ფასი საქართველოში 10 თეთრით გაიზარდა. მიზეზი, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის თქმით ფქვილისა და დამხმარე მასალების გაძვირებაა.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, პროდუქტს ძირითადად იმ კომპანიებმა მოუმატეს ფასი, რომლებიც სუბსიდირების პროგრამით სარგებლობდნენ.

ფასი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.

როგორც დოლიძე აცხადებს, საქართველოში კარგი მოსავალია, პროგნოზი ცუდი არ არის, თუმცა ოქტომბერ-ნოემბრამდე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში პურის ფასმა 10-ით კი არა 15 თეთრით მოიმატა.

„ჩვენ პურს ფასი მოვუმატეთ 10 თეთრით, მაგრამ მე არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიები, როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა თავისი შეხედულებით, შეიძლება მეტიც დაადოს, რასაც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება. რატომ მოიმატა პურის ფასმა 10 თეთრით?! თუ გახსოვთ, სუბსიდირებული 1 ტომარა ფქვილი ადრე 53 ლარად მოგვეწოდებოდა, დღეს ფქვილის ღირებულება 60-62 ლარია, მისი რენტაბელურობიდან გამომდინარეა 10 თეთრიანი სხვაობა.

არ მინდა ვინმე შევაშინო, პროგნოზი ცუდი არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში კარგი მოსავალია. უკვე ფოთშიც შემოვიდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ხორბალიც. შეიძლება, ფქვილის ღირებულებამ დაიკლოს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც შემოდის ფქვილი და ბევრი მეწარმე იძენს. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი მეწარმე ფქვილს 57-58 ლარადაც იძენს. თუმცა ჯერჯერობით, რომ ფასი დაიკლებს ამას ვერ დაგიდასტურებთ. ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი გვექნება, რაიმე ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები