LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, შესაძლოა, ფქვილზე წინასაიმპორტო გადასახადი დაწესდეს

110
AdobeStock_146223372

წისქვილკომბინატების ამუშავებისა და პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადის შემოღებას სთავაზობს.

ამასთან, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შეთავაზებაა, გათავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი იმ პირობით, რომ პურის ქარხნები გამოიყენებენ ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად. ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების პურის გამოსაცხობად თვეში სწორედ 7000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ.

ასოციაციის თანახმად, ამ ნაბიჯების შედეგად, მეპურეებს სამომავლოდაც ექნებათ იგივე რეჟიმი და ფქვილის იმპორტი რაც აქვთ დღეს, რომ არ გაძვირდეს ე.წ. სოციალურ პური. ამასთან, გათანაბრდება ფქვილისა და ხორბლის პირობები, რაც უზრუნველყოფს წისქვილკომბინატების ამუშავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები