რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში იმყოფებოდნენ და სამხედრო მეთაურებს შეხვდნენ.
BBC წერს, რომ ვლადიმერ პუტინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში აქამდე არცერთხელ ჩასულა.
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პარასკევს პუტინმა მთელი დღე გაატარა გენშტაბში, „გაეცნო შტაბის მუშაობას, მოისმინა ანგარიში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პროგრესის შესახებ და მეთაურებთან შეხვედრები გამართა“, – აცხადებს პესკოვი.