LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა მასირებულ ბირთვულ დარტყმებში სტრატეგიული ძალების წვრთნა ჩაატარა

55
მასიური ბირთვული დარტყმა

„რუსმა სამხედროებმა შეიმუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა“, –  რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“, – განუცხადა შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის მოხსენების გაცნობისას – შესაბამისი კადრები კრემლის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია „Россия 24“-მა უჩვენა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმის ვალერი გერასიმოვის განცხადებით კი, წვრთნაში ჩართული იყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარაკეტო სისტემა „Ярс“-ი, ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავი „Тула“ და ორი რაკეტმზიდი Ту-95МС. ითქვა, რომ რაკეტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწია.

დღეს, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნაში. ის სწვალებას სიტუაციური ცენტრიდან აკვირდებოდა.

რუსეთმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები „გრომ 2022“ უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად დაიწყო.

რუსეთმა აშშ-ს დაგეგმილი ბირთვული წვრთნების „გრომის“ ჩატარების შესახებ აცნობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები