LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

131
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით.“– ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია“ – რას პასუხობს უკრაინული მხარე კრემლის ლიდერს

magti 5g