LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია“ – რას პასუხობს უკრაინული მხარე კრემლის ლიდერს

239
ვლადიმერ პუტინი

„რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებისთანავე.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ფაზაში, ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. მისივე თქმით, ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე თავდასხმებზე “პაუზას” აანონსებს

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ (დასავლეთმა) უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე წააგეს, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას…

დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა ვთქვათ აქ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და თქვა, რომ რუსეთი მშვიდობიან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.

„ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება.“– აღნიშნა პუტინმა.

კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

რუსეთის პრეზიდენტ ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ კრემლის ლიდერის განცხადება, რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

როგორც პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ არანაირი გეგმა.

„მხოლოდ კონკრეტული z-არმია შევიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მცხოვრებლებს. ყველაფერი დანარჩენი არის პრიმიტიული პროპაგანდა, დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.“– წერს პოდოლიაკი.

ვიდეო: „ვეღარ გაივლიო, ფეხის ამპუტაცია დაგჭირდებაო, მაგრამ დაავიწყდათ, რომ აზოვის სულისკვეთებას ვერც ტანკები და ვერც ვერაფერი გატეხს!“ – უკრაინელი მებრძოლის ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები