LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე თავდასხმებზე “პაუზას” აანონსებს

85
Capture

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ჯარების ქვედანაყოფები ამჟამად ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“. ის ოპერატიულ „პაუზას“ აანონსებს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას საბრძოლო მისიის შემსრულებელ ქვედანაყოფებში, ზომები მიიღება საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად. სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საველე პუნქტებზე მიმდინარეობს სამხედრო მანქანების გეგმური მოვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები