LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ – რა ითქვა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მიერ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

465
BeFunky-collage (9)

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა, დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და ქვეყნიდან რუსული ჯარი გაიყვანოს, – ინფორმაციას CNN-ი გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.

„გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვეს. მათ მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ჩაერთოს სერიოზულ პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტთან და გამონახოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზა“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესრელიზში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურიც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონმა და შოლცმა პუტინს  „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოსთხოვეს.

„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახლოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პუტინმა კი მაკრონთან და შოლცთან საუბარში მარცვლეულის ექსპორტის განახლება სანქციების შემსუბუქებას დაუკავშირა.

რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის, ვარიანტების მოძიებას.

კრემლში ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების გაზრდა ასევე ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას სურსათის გლობალურ ბაზარზე, თუმცა ამისთვის საჭიროა დაწესებული სანქციების მოხსნა.

„სურსათის გლობალურ ბაზარზე დაძაბულობის შემცირებას ხელს შეუწყობს ასევე რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების გაზრდა, რასაც დასჭირდება შესაბამისი სანქციების მოხსნა“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.