LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი გახარიაზე: როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი, მისი განცხადება არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება

81
გახარია და ქადაგიშვილი

„გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, მისი განცხადება უსინდისო პოლიტიკური განცხადებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, მან შეაფასა ყოფილი პრემიერისა და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც, დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა.

„ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება.“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კორუფცია და ოლიგარქცია – ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სპობს დემოკრატიას: გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g