LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების კვლა და მათზე ძალადობა ყოველდღიურობაა – სოფო კილაძე

130
BeFunky-collage (1)

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ქალთა დღესთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალების კვლა და მათზე ძალადობა ყოველდღიურობაა.

“8 მარტს გილოცავთ! ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიაში ქალის სათანადო პატივისცემა ყოველთვის ნორმა იყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დავშორდით ისტორიულ ფესვებს. კაცებო, მოგიწოდებთ, მისცეთ ის შეფასება, რომელსაც მოძალადე იმსახურებს.

“რა გჭირთ კაცებო, ხელს როგორ წევთ ქალებზე, რომლებიც თქვენი მეუღლეები, დები, დედები, ან შვილების დედები არიან?”

როცა ქალს კლავენ და მასზე ძალადობენ, ეს კრიმინალი, სამარცხვინო საქციელია და არა “ოჯახის საქმე”. ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ სადღეგრძელოებით. თქვენც ხომ ქალების მამები, დების ძმები, დედის შვილები ხართ”, — წერს სოფო კილაძე.

“კაცებო, აუხსენით კაცებს რომ ქალის ცემა, მოკვლა, თმით თრევა, უღირსი საქციელია!” -ლონდა თოლორაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g