LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა გჭირთ კაცებო, ხელს როგორ წევთ ქალებზე, რომლებიც თქვენი მეუღლეები, დები, დედები, ან შვილების დედები არიან?”

240
unnamed

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა  სოციალურ ქსელში ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება.

“ქალთა მიმართ ძალადობას ერთად უნდა ვებრძოლოთ! ძალადობამ აშკარად სისტემური ხასიათი მიიღო და დღითიდღე სულ უფრო საგანგაშო ხდება!
ვერც კი გამოვხატავ იმ შემაძრწუნებელ გრძნობას, რაც ამ საშინელი მკვლელობების შემხედვარე მეუფლება.

რა გჭირთ კაცებო, რა დაგემართათ,რა სისხლი გადაგისხეს და ხელს როგორ წევთ ქალებზე, რომლებიც თქვენი მეუღლეები, თქვენი დები, დედები, ან შვილების დედები არიან?

ესეთი სასტიკები და დაუნდობლები ჩვენი ქვეყნის მტრების მიმართ იყავით, მრავლად გვყავს ირგვლივ”, – წერს ქაცარავა.

“კაცებო, აუხსენით კაცებს რომ ქალის ცემა, მოკვლა, თმით თრევა, უღირსი საქციელია!” -ლონდა თოლორაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g