LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმების რეტროსპექტივა საფრანგეთში – რომელ ფილმებს აჩვენებენ სტრასბურგში

95
სტრასბურგი

კულუტურული ღონისძიებები სტრასბურგში – 7 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით საფრანეგთის ქალაქში რამდენიმე ქართულ ფილმს აჩვენებენ. მსგავსი ტიპის ივენთები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმდჯომარეობა ქვეყანა გახდა.

ინიციატივა სტრასბურგის კინოთეატრ „ოდისეს“ (L’Odyssée) დირექტორს – ფარუკ გუნალთაის ეკუთვნის. ქართული ფილმების ჩვენებები სწორედ კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართება.

დღეს, 4 მარტს ქართული ფილმების პროგრამა ოთარ იოსელიანის ფილმით – „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნება. ფილმს აუდიტორიას თავად ოთარ იოსელიანი წარუდგენს, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა.

სტრასბურგში ასევე აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

  • 7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“;
  • 8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“;
  • 10 მარტი – ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი“;
  • 14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“;
  • 15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“;

ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები