LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ, საქართველოში არსებული სიტუაცია დადებითად შეფასდა: საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

85
FORTUNA.GE- (6)

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

საქართველოს პარმლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია კი დადებითად შეფასდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პარლამენტარებმა კომისარს გააცნეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების უახლოესი გეგმები.

ასევე ისაუბრეს პენიტენციური სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის იურიდიულ კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით წარიმართება.

როგორც მოგვიანებით გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, როდესაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ტარდება საჯარო განხილვები.

პოპულალურები