LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ხის სათვალეები ესპანეთის შემდეგ, რუსეთსა და სომხეთშიც გაიყიდება

1209

ნატურალური ხისგან დამზადებული ქართული სათვალეები, რომლებიც Bros eyewear -ის ბრენდის ქვეშ იქმნება,  ესპანეთში გაიგზავნა.

როგორც ”ფორტუნას” Bros eyewear -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა,  ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, ქართული წარმოების 40 სათვალე  ესპანურმა ოპტიკურმა ქსელმა შეიძინა.

”გავაგზავნეთ 6 მოდელის 40 სათვალე, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ ეტაპზეც ველოდებით შეკვეთას ესპანური მხარისგან. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთთან და სომხეთთან, სადაც ასევე იგეგმება ჩვენი სათვალეების  ექსპორტზე გატანა”,– აღნიშნა გამთენაძემ.satvale1

მისივე ინფორმაციით, ბრენდმა წარმოებაც გაზარდა და თუ აქამდე, სახელოსნოში 2 ადამიანი  მუშაობდა  ხის სათვალეებზე, ამჯერად კადრების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ბრენდის დამფუძნებელმა განმარტა, Bros eyewear -ის სათვალეების 70%  ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის საშუალებით იყიდება, დანარჩენი 30%  კი პატარა მაღაზიებშია წარმოდგენილი.

როგორც გამთენაძემ განმარტა, ბრენდი მომავალი სეზონიდან სათვალეების სამოდელო ხაზის გამრავალფეროვნებას გეგმავს.  ხის სათვალეების წარმოების გარდა, Bros eyewear -ი კომბინირებული – ხისა და აცეტატის მასალით დამზადებული პროდუქციის წარმოებასაც დაიწყებს.

ცნობისთვის, ბრენდი Bros eyewear 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ძმები  ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან. ამ ეტაპზე კომპანიას ხის სათვალეების 8  მოდელი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები