აჩიკო ნიჟარაძე და „ქართული ხმები“ აშშ-ში კონცერტების სერიისთვის ემზადებიან. 2 მარტს კონცერტი ფილადელფიაში გაიმართება, ერთ-ერთ რესტორანში, 3 მარტს – ნიუ იორკში, დარბაზში „ნეიშენალ“,  4 მარტს ვაშინგტონში, „ქართულ აკადემიაში“, ხოლო 9 მარტს ჩიკაგოში, საკონცერტო რესტორანში „ვერსალი“.

რაც შეეხება რეპერტუარს, აჩიკო ნიჟარაძე და „ქართული ხმები“ რამდენიმე ერთობლივ სიმღერასაც შეასრულებენ და სხვადასხვა კომპოზიციას ასევე თავიანთი შემოქმედებიდან. ამჟამად ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს აშშ-ში გამგზავრების წინ.

Ad desktop banner Ad mobile banner

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები