LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადაგზავნის

62
მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს იტყვიან და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან:

„ვამბობდით, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება

. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაციები სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ მოგვიწოდა, იგივე თხოვნა, როგორც მედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმაც გაახმოვანა. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იმავე კანონმა, მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაჰბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის.

შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი სამართლებრივად დროულად იქნას შეფასებული და პროცესი დაჩქარებული იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოპულარულები