LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე – გიორგი გახარია

86
234625458

პრემიერის თქმით, უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა.

გიორგი გახარიას განმარტებით, პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნების ხელშეწყობისთვის მთავრობამ წარადგინა, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“,- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები