ქართული რბილი ძალა დღესაც ყველაზე ძლიერია ჩვენს ქვეყანაში, გვიყვარს ეს კულტურა, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული რბილი ძალა, დღესაც ყველაზე ძლიერია ჩვენს ქვეყანაში. იარეთ მოსკოვში ნახევარი საათის განმავლობაში და 30 ქართულ რესტორანს მაინც შეხვდებით. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორნიდან, ერთი თევზის რესტორანია და სამი ქართული.
ჩვენ გვიყვარს ეს ყველაფერი, გვიყვარს ეს კულტურა, გიორგი დანელია, კინემატოგრაფია, ყველა ეს სიმღერა. არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ”, – წერს მარგარიტა სიმონიანი.
„როცა რუსეთი ვინმეს ბომბავს, თქვენ გგონიათ ეს პუტინს სიამოვნებს? – მარგარიტა სიმონიანი
„მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, სანამ არ გაგვანადგურებენ, არ გაჩერდებიან“ – მარგარიტა სიმონიანი