კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი თბილისში, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან აქციებს ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე და წერს, რომ „რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.
„თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი“. სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო ჩვენთვის.
ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე – სულ მცირე, იმის გამო, რომ:
- ახლა არავის სცალია სანტიმეტრების დასათვლელად;
- თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა;
- ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და რომ რუსეთის ფედერაცია ოდესმე „თბილისის რუსეთად“ იწოდებოდა.
ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებლების ტემპერამენტი. რადგან თავად არ იცოდებენ თავებს“, – წერს კრემლის პროპაგანდისტი.
„როცა რუსეთი ვინმეს ბომბავს, თქვენ გგონიათ ეს პუტინს სიამოვნებს? – მარგარიტა სიმონიანი
„ჩვენი შეცდომა იცით რა არის? თბილი, კეთილი და მიმნდობი ერი ვართ” – მარგარიტა სიმონიანი