კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა:
„ჩვენი შეცდომა იცით რა არის? თბილი, კეთილი და მიმნდობი ერი ვართ, საჭიროა კი? ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკება, რვა წელი ამას ვცდილობდით, გავიხსენოთ მინსკის შეთანხმება. ახლა პოროშენკო ღიად ამბობს, რომ მოლაპარაკებით დროს წელავდა, რათა უკრაინას შეიარაღება ჰქონოდა. ლავროვს ვკითხე, როცა მინსკის ხელშეკრულებს ვაფორმებდით, არ ვიცოდით, რომ ასე მოგვივიდოდა? მან მიპასუხა, ჩვენ ელემენტარული წესიერების და პასუხისმგებლობის იმედი გვქონდაო. ჰოდა, აი, ელემენტარული წესიერების იმედი არ უნდა გვქონოდა“ – ამბობს სიმონიანი.
თინა კანდელაკი: „გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულებში ბორშჩი რუსული კერძია და არა უკრაინული“
„რომ არა პუტინი, არც სომხეთი და არც სომხები არ იარსებებთ“ – მარგარიტა სიმონიანი
„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი