კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ბოლო დროს მობილიზაციის საკითხებით არის დაკავებული. მან სპეციალური ცხელი ხაზიც კი შექმნა, სადაც როგორც თავად ამბობს, „უსამართლოდ მობილიზებულების“ უფლებებს იცავს. მან გადაცემაში „კეოსიანი ლაივი“ ამ თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრა.
„ტყუილები არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს ეხება ქვეყანას, ბანკებს, სამხედრო კომისარიატებს, სამინისტროებს, უნივერსიტეტებს. ყველამ უნდა შეწყვიტოს ტყუილი. სიმართლეა, რომ ახლა ჩვენ გვებრძვის მთელი ნატო, უკრაინას ადვილად მოვერეოდით, მაგრამ ახლა ამის რესურსი არ გვაქვს“ – ამბობს სიმონიანი. ის აცხადებს, რომ თავის „ტელეგრამ“ ბლოგში უსამართლოდ მობილიზებულების ისტორიებს მოჰყვება და მათ გაწვევისგან თავის არიდებაში დაეხმარება.
„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი