უკრაინული არმიის კონტრშეტევის ფონზე, რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის რიტორიკა შეიცვალა. მისი სტატუსები „ტელეგრამზე“ მკვეთრად განსხვავდება წინა პოსტებისგან:
სიმონიანი ამჯერად წარსულზე, კერძოდ კი მეორე მსოფლიო ომზე ალაპარაკდა. რუსული არმიის უკან დახევას, პროპაგანდისტმა „დიადი უკან დახევა“ უწოდა:
„რუსული არმია გადიოდა არა მხოლოდ გალიციიდან, ასევე პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან. გალიციიდან გასვლისას არმიამ 300 ათასი ლტოლვილი გამოიყვანა, დენიკინის შენაერთებს ეკავათ ხიდი, რომლითაც ლტოლვილები გაჰყავდათ. ომზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ დიადი უკან დახევა, კატასტროფა არ არის, დიახ, ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – წერს სიმონიანი.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში, სიმონიანი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ჯარი კიევს სამ დღეში აიღებდა.
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი: „სადაც შევდივარ, 30-კაციანი რიგი დგება ავტოგრაფზე, ვგრძნობ, რომ რჩეული ვარ“