კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში პროპაგანდის ახალი ტალღა წამოიწყო. ამჯერად მან საკუთარ პოპულარობაზე ისაუბრა:
„ემსახურო საკუთარ ქვეყანას, ეს არის პრივილეგია. ეს დღესასწაულია და მას დამსახურება სჭირდება, ეს არის იმაზე დიდი საჩუქარი, რაც ოდესმე შეიძლება, ვინმესგან მიიღო. შენ მოგცეს უფლება, ემსახურო ქვეყანას, რა გინდა ამაზე მეტი? არ უნდა დაგიცდეს ფეხი, ემსახურე, როგორც საჭიროა.
არ შემიძლია, არ მოვყვე. აგვისტოს ბოლოს ვიმოგზაურე რუსეთის გარშემო, კრასნოდარის მხარეში ვიყავი და ვერ წარმოიდგენ, იქ რა მოხდა. არ მეგონა, ასე პოპულარული თუ ვიყავი, სადაც კი შევდიოდი, ყველა მაჩერებდა და ავტოგრაფს მთხოვდა. სადაც შევდივარ, 30-კაციანი რიგი დგება ავტოგრაფზე, ვგრძნობ, რომ რჩეული ვარ. ვეკითხები, საიდან მიცნობთ-მეთქი, სოლოვიოვთან გნახეთო. სკოლაში წავიყვანე შვილები, ახალი მასწავლებლები პატივით მესალმებოდნენ. რა შეიძლება, ამაზე გავცვალო?“ – განაცხადა სიმონიანმა.
მარგარიტა სიმონიანი: „სკვერში გავისეირნე, უცებ ბურთი დავინახეთ, დაცვამ პანიკა ატეხა, ბომბი გვეგონა“
მარგარიტა სიმონიანი დუგინის შვილის აფეთქების შემდეგ, ისტერიკაშია: კრემლის პროპაგანდისტი დაცვით დადის