მარგარიტა სიმონიანი უკრაინის არმიის უპრეცედენტო წარმატების შემდეგ, რიტორიკას ცვლის და რევოლუციაზე საუბარს იწყებს: „ძალიან მინდა, ვუპასუხო დასავლეთს და ვუთხრა, ვერ მოესწრებით ჩვენს განადგურებას-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, რომ უკვე მოესწრნენ და თანაც ორჯერ? ბოლოს 100 წლის განმავლობაში ორჯერ მოესწრნენ რუსეთის დაცემას. ისტორია ამბობს, რომ ეს შესაძლებელია ყოველგვარი ბირთვული ომის, დასავლეთის მხრიდან წარმოებული თუ არწარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარეშე. ფაქტია, ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა დანგრევამდე, ეს არის ჰარაკირი, ხელებისა და ფეხების მოკვეთა საკუთარი ხელით“ – განაცხადა სიმონიანმა სატელევიზიო გადაცემაში.
სიმონიანი პარალელს ავლებს 1917 წელს, რუსეთში მომხდარ მოვლენებთან, როცა რევოლუციის შედეგად, მმართველობა დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა. ასევე იხსენებს 1991 წელს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ელცინი გახდა და ამით, საბჭოთა იმპერია საბოლოოდ დაინგრა.
„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი