LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, თორემ ყველაფერი ცუდისკენ მოტრიალდება“ – სიმონიანი რუსული არმიის წარუმატებლობაზე

266
სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი შეცვლილი ტონით ცდილობს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამართლებას. ამჯერად სიმონიანი არ უარყოფს, რომ უკრაინული არმიის კონტრშეტევა ძლიერია, თუმცა ცდილობს, რუსეთის მოსახლეობა დაამშვიდოს:

„ახლა ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ხალხი, რომელიც დარჩა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ შევედით, მაგრამ მაინც უკან დავიხიეთ. როგორც ეგზიუპერი იტყოდა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ისინი, ვინც გავათავისუფლეთ. ჩვენ არ გვაქვს მათი მიტოვების უფლება. გულის მისკდება, როცა ვფიქრობ მათზე. ისინი ჩვენიანები, არიან, ჩვენ ხომ მათ დავპირდით უსაფრთხო ცხოვრებას. ჩვენ ხომ ამერიკელები არ ვართ, პირობა დავარღვიოთ, ჩვენ ხომ ის ამერიკელები არ ვართ, ავღანეთში ხალხი თვითმფრინავებიდან რომ გადმოყარეს?  ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, თორემ ყველაფერი ცუდისკენ მოტრიალდება“ – ამბობს სიმონიანი.

მარგარიტა სიმონიანი: „ძალიან მინდა, ვუთხრა დასავლეთს, ვერ მოესწრებით ჩვენს განადგურებას-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, რომ უკვე მოესწრნენ“

„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g