კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი იუნესკოს მიერ ბორშჩის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა და გააპროტესტა ფაქტი, რომ ბორშჩი უკრაინულ კერძად არის მოხსენიებული.
„პირველ ივლისს ბორშჩი შეუტანიათ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ეს გააკეთეს ისე, როგორც წესი მოითხოვდა, შეიტანეს, როგორც უკრაინული კერძი. გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულებში ბორშჩი რუსული კერძია. ამას ამბობს ვიდეოში უკრაინელი მილა კუნისიც, რომელმაც ქმართან, ეშტონ კატჩერთან ერთად უკრაინას 2 მილიონი შესწირა. ამის მიუხედავად, სწორედ ამ ვიდეოს გამო, უკრაინელების დიდი აგრესია დაიმსახურა“ – წერს კანდელაკი.
როგორი ბოტასი მოუხდება ვლადიმერ პუტინს – თინა კანდელაკი პუტინისთვის ფეხსაცმელს არჩევს