კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტით, ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკით უკმაყოფილოა და ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში სომხებს მიმართავს:
„იმედია, სომხები არ მოიქცევიან უკრაინელებივით, რომლებიც აზიანებენ ეკატერინე დიდის ქანდაკებას, რომელმაც სხვათა შორის, დააარსა ოდესა. იმედია სომხებს ახსოვთ, როგორი იყო სომხეთი რუსეთის შემადგენლობაში და რა იქნებოდა, ეს ასე რომ არ მომხდარიყო. ის უბრალოდ არ იარსებებდა, არც ფიზიკურად, არც კულტურულად. გაგახსენებთ დიდი სომეხი პოეტის ჰოვანეს თუმანიანის სიტყვებს: მე არ ვიცი რამდენად სჭირდება რუსეთს კავკასია, მაგრამ კავკასიას რუსეთი ძალიან სჭირდება. მინდა გაგახსენოთ სომხებს ეს 44 დღიანი ომი, მოგეხმარნენ ფრანგები? ამერიკელები? რომ არა პუტინი, არც სომხეთი და არც სომხები არ იარსებებთ. ამიტომ ეს ძალები, ვინც სომხეთს ექაჩება ვაშინგტონისკენ, ანალიზს უკეთებს ამ ქვეყნის ისტორიას?” – აცხადებს მარგარიტა სიმონიანი