LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის გარეშე სომხეთი არ იქნება” – მარგარიტა სიმონიანი

101
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ რუსეთის გარეშე სომხეთი არ იქნება.

მისივე თქმით, 44-დღიანი ომი სწორედ ვლადიმერ პუტინმა შეაჩერა.

„სომხეთის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ხმა მისცა ფაშინიანს, უნდა გაიგონ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე. ვინ შეაჩერა 44-დღიანი ომი? ეს შეაჩერა პირადად პუტინმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა.

და ამერიკას, რომელსაც სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, სამშობლო ფეხქვეშ გაუგოს, თითიც არ გაუნძრევია. თურქეთი, რომელიც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მხარეს იყო, ნატოს ქვეყანაა. რა, ამერიკას, როგორც ნატოს წამყვან ძალას, არ შეეძლო, ეთქვა: „რას აკეთებთ მანდ? ჩვენ სომხეთის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ. კალიფორნიაში ბევრი სომეხი გვყავს, გვყავს კიმ კარდაშიანი. ამერიკას საერთოდ არაფერი გაუკეთებია“, – წერს სიმონიანი.

შეგახსენებთ, რომ მარგარიტა სიმონიანს სომხეთში ჩასვლა აეკრძალა.

ამავე თემაზე:

„ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, თორემ ყველაფერი ცუდისკენ მოტრიალდება“ – სიმონიანი რუსული არმიის წარუმატებლობაზე

„მოვრჩეთ ტყუილებს, სიმართლეა, რომ ახლა ჩვენ გვებრძვის მთელი ნატო, უკრაინას ადვილად მოვერეოდით“ – მარგარიტა სიმონიანი

მარგარიტა სიმონიანი: „ძალიან მინდა, ვუთხრა დასავლეთს, ვერ მოესწრებით ჩვენს განადგურებას-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, რომ უკვე მოესწრნენ“

„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – მარგარიტა სიმონიანი რუსულ ჯარზე

„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ძალიან რთული დღეა და ვატყობ, უარესი იქნება“ – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g