LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გმირების უკრაინაში დაღვრილი სისხლი, არის საქართველოს გამთლიანებისთვის: პეტრე ცაავა

350
image_2022-03-24_094119

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და პატივი მიაგეს. მათ შორის იყო ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა.

მისი თქმით, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

“ჩვენ ყველნი პატივს მივაგებთ ფაქტიურად საქართველოს თავისუფლებისა, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებისთვის დაღუპულ გმირებს, ანუ უკრაინაში დაღვრილი სისხლი ამ ქართველი გმირი მეომრებისა, ეს არის საქართველოს გამთლიანებისა და თავისუფლებისათვის. შევთხოვთ უფალს, გვაკმაროს ეს მსხვერპლი და გვაზეიმოს უკრაინის გმირ ერთან ერთად თავისუფლება”, – თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ადგილზე მათთვის პატივის მისაგებად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უბრალო მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. მოქალაქეები ქართველ ჯარისკაცებს სანთლებით, დროშებით, დაჩოქილები დახვდნენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. მისი ცხედარი მარიუპოლშია.

პოპულარულები