LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს

145
Screenshot 2022-03-24 at 07.29.23

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და პატივი მიაგეს.

აეროპორტში იმყოფებოდა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტმა, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები.

შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ჯარისკაცები, რუსული ძალების მიერ დაბომბვებს შეეწირნენ